17 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
სახალხო დამცველი ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას ეხმაურება

სახალხო დამცველი ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას ეხმაურება.

ობმუდსმენის ოფისის ინფორმაციით, 31 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საარჩევნო უბანზე მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს.

"არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 641-მა პატიმარმა, რომელთაგან ყველა სავარაუდოდ არ წარმოადგენდა მცხეთის საარჩევნო ოლქის ამომრჩეველს. საბედნიეროდ, საოლქო კომისიამ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციათა საჩივარი და მაჟორიტარული ოლქის არჩევნების შედეგები გაუქმდა ამ საარჩევნო უბანზე. ამ ხმების გაუქმებამ ზეგავლენა იქონია ოლქის არჩევნების შედეგებზე, ვინაიდან, მცხეთის საარჩევნო ოლქში მეორე ტურის გამართვის საჭიროება დადგა.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაც, როდესაც მათ სცადეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს N15 დაწესებულებაში პატიმრებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს უსაყვედურეს უყურადღებობის გამო და დაწესებულებაში უფრო ხშირი ვიზიტებისკენ მოუწოდეს," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები