17 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
ხმაური იყო საბურთალოს მესამე საოლქო კომისიასთან - აქციაზე შეკრებილები კომისიის შენობაში შესვლას ითხოვდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო საბურთალოს მესამე საოლქო კომისიასთან. ადგილზე ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები იმყოფებოდნენ.

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიტიკური პარტიების ლიდერები შენობაში არ შეუშვეს.

აქციაზე შეკრებილები ითხოვდნენ კომისიის შენობაში შესვლას, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

ოპოზიციონერები აცხადებდნენ, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და თამარ ჟვანიამ უნდა დატოვოს თანამდებობა და ამის შემდეგ განმეორებითი არჩევნები ჩატარდეს.

პარტია მოქალაქეების თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თითოეულ ხმას კბილებით დაიცავს, როგორც ის ამომრჩეველს შეჰპირდა.

"აქ საოლქოში არიან მუქთახორები, რომლებიც ხმებს იპარავენ, არავის არ მივცემ ამის შესაძლებლობას. კბილებით დავიცავ თითოეულ ხმას,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები