17 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
"ქართული ოცნება" ხელმძღვანელობს მათემატიკით, სადაც 2+2 არ უდრის ოთხს - ლეიბორისტების აქცია საქალაქო სასამართლოსთან

საქალაქო სასამართლო ლეიბორისტული პარტიის საჩივარს განიხილავს, რომლის მიხედვითაც საბურთალოს საოლქო კომისიამ ერთ-ერთი უბნის მონაცემები არ გააუქმა.

პარალელურად, ახალგაზრდული ფრთის აქცია პერფორმანსი იმართება. აქტივისტებმა სიმბოლურად წარწერები გააკეთეს და ცესკოს შემაჯამებელი ოქმები გააშარჟეს.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ ქუმსიშვილი აცხადებს, რომ არჩევნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები იყო.

"ქართული ოცნება" ხელმძღვანელობს მათემატიკით, სადაც 2+2 არ უდრის ოთხს და უდრის, შვიდს და რვას. ამის დამადასტურებელი არის ათასობით შემაჯამებელი ოქმი. ერთ-ერთი ქეისი სწორედ ახლა განიხილება სასამართლოში,"- განაცხადა მიხეილ ქუმსიშვილმა.

დღის ამბები