17 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
საოლქო კომისიებთან მიმდინარე პროცესები აჩვენებს დაბალ პოლიტიკურ კულტურას - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ცესკომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ხმების გადათვლას დათანხმდა, თუმცა ამის პარალელურად ოპოზიციამ აქციები მაინც გამართა, რაც მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტების დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მიანიშნებს.

"რაც შეეხება საოლქო კომისიებთან მიმდინარე პროცესებს, ეს აჩვენებს დაბალ პოლიტიკურ კულტურას რაზეც მიანიშნებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის ხელმძღვანელი. სამწუხაროდ ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია საქართველოში პოლიტიკური კულტურა, როდესაც  ხდებოდა ხმების გადათვლა, რაც შეგახსენებთ, რომ არის უპრეცედენტო მოვლენა ქართულ საარჩევნო ისტორიაში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ხმების გადათვლის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ნაცვლად კონსტრუქციული მიდგომის გამოვლენისა, ამ პროცესის პარალელურად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ატარებდნენ აქციებს, რაც არის მიუღებელი, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მათ დაბალ პოლიტიკურ კულტურას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები