17 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
აშშ პრეზიდენტის მოლოდინში - თეთრ სახლში დემოკრატების დაბრუნებისთვის ნევადის ხმებიც საკმარისია 

264 ჯო ბაიდენი - 214 დონალდ ტრამპი - უკვე მეორე დღეა ანგარიში გაყინულია. ამ წუთებში შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის ბედს 4 შტატი წყვეტს.

მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა ნევადა, რომელსაც ამომრჩეველთა კოლეგიის მხოლოდ 6 ხმა აქვს, თუმცა ახლა სწორედ ეს ექვსი ხმაა ყველაზე გადამწყვეტი.

"დემოკრატების" თეთრ სახლში დაბრუნებისთვის ნევადის ხმებიც საკმარისია, განსხვავებით "რესპუბლიკელებისგან", რომლებსაც პრეზიდენტის პოსტის შესანარჩუნებლად დარჩენილი ყველა შტატში სჭირდებათ გამარჯვება.

ამასთან, ხმების გადათვლა მიმდინარეობს არკანზასში, ტრადიციულად, რესპუბლიკურ შტატში, რომელიც წინასწარი მონაცემებით ტრამპს ბაიდენმა წაართვა.

დასათვლელი დარჩა § შტატი. პენსილვანიას, ჩრდილოეთ კაროლინას, ჯორჯიასა და ნევადას, გადამწყვეტი სიტყვა ერგოთ. სწორედ ამ შტატების ხმებმა უნდა გადაწყვიტოს ვინ დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს.


დღის ამბები