17 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
საბურთალოს საოლქო კომისიასთან ზვიად კუპრავა დააკავეს

საბურთალოს საოლქო კომისიაში შედეგების გადათვლა ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია ხმების გადათვლას და საჩივრების განხილვაზე დასწრებას ითხოვს. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია.

”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, საოლქო კომისიაში შესვლას და სხდომაზე დასწრებას  ცდილობდა, რისი საშუალებაც მას სამართალდამცავებმა არ მისცეს. კამათისა და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ზვიად კუპრავა პოლიციამ დააკავა.

კუპრავასთან ერთად დაკავებულია კიდევ 3 პირი,. დაკავებულები პოლიციაში არიან გადაყვანილები, აქციის მონაწილეების ნაწილი, პროტესტის გაგრძელებას პოლიციასთან გეგმავს. დაკავებულებს წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად.

დღის ამბები