17 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
სამგორის საუბნო-საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გრძელდება

სამგორის საუბნო-საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია ჯერაც მიმდინარეობს. რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი იმყოფება ადგილზე. ასევე ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და ვითარებას აკონტროლებენ.

"ცესკოს აბრა არის იქ, უბრალოდ შემიშლიან ხელს თორემ მოვხსნიდი დიდი სიამოვნებით. დავაწერდი იქ ქურდები და გამყალბებლები. რეალობაში ეს ხალხი ზის იქ," - განაცხადა პარლამენტის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბლოკიდან - "ენმ - ძალა ერთობაშია" ლევან ხაბეიშვილმა.

სამგორის საუბნო-საარჩევნო კომისიასთან შეკრებილები სავარაუდოდ, პოლიტიკური პარტიის ლიდერები და აქტივისტები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლებენ, სადაც მათი თქმით, ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება. 

დღის ამბები