საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციისათვისაა აუცილებელი და პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს.
"საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან მიმდინარე საპროტესტო აქციები, განსაკუთრებით კი აქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებები აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, რაც მშვიდ გარემოს საჭიროებს იმისთვის, რომ დაცული იქნას თითოეული ამომრჩევლის ხმა.
ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემისკენ. ასევე მოგიწოდებთ მკაცრად დაიცვათ ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის არის აუცილებელი.
ეს არის ყველა პოლიტიკური პარტიის, მათი ლიდერებისა და აქციის თითოეული მონაწილის პასუხისმგებლობა!" - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.