17 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
მოდით, დავცხოთ მეორე ტურში და ვინც გაიმარჯვებს, ხელისუფლება იმის იყოს - ვახტანგ მეგრელიშვილი

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი განმარტავს, თუ რა შემთხვევაში ექნება აზრი მეორე ტურის ჩატარებას. ამის შესახებ მან "ღამის კურიერში" განაცხადა. 

როგორც მეგრელიშვილი აცხადებს, მეორე ტური  ერთადერთი, მშვიდობიანი გამოსავალია ხელისუფლებისთვის და მისაღები გამოსავალი შეიძლება გახდეს ოპოზიციისთვის.

"ჩვენ გვჯერა, ადამიანებს საღი აზრის დონეზე გვესმის ერთი ამბავი, თუ მართლა გამოსავლის პოვნა გვინდა ამ კრიტიკული სიტუაციიდან, რომელიც შექმნა "ქართული ოცნებამ", ფაქტობრივად, მოაწყო რევოლუციური  მდგომარეობა ყველა გაგებით, რა შეიძლება იყოს აქედან არარევოლუციური გამოსავალი, რომელსაც იდეაში შეიძლებოდა ოპოზიცია დასთანხმებოდა, ჩვენ გავაჟღერეთ ეს იდეა. ეს იდეა მდგომარეობს იმაში, რომ - "ქართულმა ოცნებამ" ნება იბოძოს და შეისმინოს სრულიად ოპოზიციური სპექტრის უნდობლობის მესიჯი და ის პროცენტი, რომელიც თავისთვის დაიწერა, ჩვენ კი არ გამოგვასწორებინოს სამართლებრივი პროცედურებით, ნება იბოძოს და ისე დასვას, რომ ვისია ხელისუფლება მეორე ტურში გაირკვეს და 48% რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დაიწერა და თქვა მეორე ტურებსო აზრი არ აქვსო... ჩემი აზრით, თუ ეს არის ალტერნატივა იმ ესკალაციის, რომელიც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს, როგორც პოლიტიკურ ველზე, ისე ჯანდაცვის მიმართულებით და ისე ფინანსურ სექტორში... მეორე ტური, მე მგონია, ერთადერთი, მშვიდობიანი გამოსავალი ხელისუფლებისთვის და მისაღები გამოსავალი შეიძლება გახდეს ოპოზიციისთვის, თუ ამას ის გულწრფელად გააკეთებს და მეორე ტურებს ფაქტობრივად შეთანხმება იქნება პოლიტიკური, არასამართლებრივი, არარაოდენობრივი დათვლა, არამედ ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეთანხმება. მოდით, დავცხოთ მეორე ტურში და ვინც გაიმარჯვებს, ხელისუფლება იმის იყოს და თუ გვინდა შევიდეთ პარლამენტში ყველანი, რომც ოპოზიციამ წააგოს, შევალთ, ოღონდ რომ მოვიგოთ, მაინც არ იქნება სამართლიანი, იმიტომ რომ ეს არჩევნები არ არის სამართლიანი," - განაცხადა მეგრელიშვილმა "ღამის კურიერში" სტუმრობისას.

გარდა ამისა, პარტია "გირჩი" პოლიტიკურ სპექტრს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს სთავაზობს. გუშინ "დღის კურიერში" გაკეთებული განცხადების შემდეგ, იაგო ხვიჩიამ დღეს "გირჩის" პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა.

ხვიჩია ფიქრობს, რომ თუ ცესკო იმ ოქმებს ჩაასწორებს, სადაც დისბალანსია, მეორე ტურში მონაწილეობას აზრი ექნება და პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების რესურსიც გაჩნდება.

დღის ამბები