17 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
ჩვენ ვიმსჯელებთ, მაგრამ პერსპექტივას ვერ ვხედავ - გიორგი ვაშაძე "გირჩის" მოსაზრებაზე

"გირჩის" წარმომადგენლების მოსაზრებას იმასთან დაკაშირებით, რომ თუ ცესკო იმ ოქმებს ჩაასწორებს, სადაც დისბალანსია, მეორე ტურში მონაწილეობას აზრი ექნება და პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების რესურსიც გაჩნდება, ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან.

როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძე "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, გირჩის ამ მოსაზრებაზე ოპოზიციური სპექტრში იმსჯელებენ, თუმცა ის ამ მიმართულებით პერსპექტივას ვერ ხედავს:

"რთული წარმოსადგენია, ციფრები ასე მოხდება, ისე მოხდება ტექნიკური თვალსაზრისითაც. ამ ეტაპზე, ოპოზიცია ვერ მივიღებთ მონაწილეობას. არ ყოფილა განხილული ეს არის გირჩის მოსაზრება, ყველას შეუძლია ჰქონდეს თავისი მოსაზრება. სამართლებრივ პროცედურას მივყვებით, რომელიც აჩვენებს რომ არ აპირებენ არაფერს, არც უბნის გადათვლას, რომ გვენახა კიდევ მეტი ფაქტები. მესმის ეს მოსაზრება, ჩვენ ვიმსჯელებთ ამაზე, რა თქმა უნდა, ურთიერთობა გვაქვს "გირჩთანაც", მაგრამ პერსპექტივას ვერ ვხედავ ამ მიმართულებით," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები