17 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
ცესკოსთან ოპოზიციის წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს

"ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან" ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების  აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტებმა, რომლებიც სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიებთან მართავდნენ აქციებს, საბოლოოდ, თავი სწორედ ცესკოს შენობასთან მოიყარეს. 

სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სხვადასხვა ხელსაწყოების საშუალებით ხმაურს ქმნიან და, მათი სიტყვებით, ამ ხმაურით ისინი შეახსენებენ ცესკოს და ხელისუფლებას, რომ მათი პროტესტი ხმაურიანი და აქტიური იქნება.

ცესკოს შენობასთან, მოგვიანებით, იგეგმება პოლიტიკური განცხადებები. შესაძლოა, აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ფლეშმობიც გამართონ.

დღის ამბები