ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გვიანობამდე გაგრძელდა. აქციის მონაწილეები ცესკოს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და განმეორებითი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. შენობასთან პოლიციამ ჯებირები განალაგა, რომლებზეც დემონსტრანტებმა წარწერები გააკეთეს. ასევე პროტესტის ნიშნად ადგილზე ისმოდა საყვირის გაბმული სიგნალი.