17 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
ნამდვილად მჯერა ამერიკული დემოკრატიული ინსტიტუტების მედეგობის - ხათუნა ბირკაძე აშშ-ის არჩევნებზე

საერთაშორისო სამართლის დოქტორმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ "დღის კურიერის" ეთერში ამერიკის შეერთებულ შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ამერიკული დემოკრატიული ინსტიტუტების მედეგობას.

"ნამდვილად მჯერა ამერიკული დემოკრატიული ინსტიტუტების მედეგობის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროცესი მშვიდობიანად დასრულდება და არჩევნების სეზონიც დასრულდება ისე, როგორც ამას ამერიკელი ხალხი გადაწყვეტს," - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.

როგორც საერთაშორისო სამართლის დოქტორმა "დღის კურიერის" ეთერში საუბრისას აღნიშნა, ამერიკის და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა მაღალ საფეხურზეა და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

დღის ამბები