17 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
თინა ბოკუჩავა ვირუსის გავრცელებაზე საუბარს პროპაგანდისტულ მესიჯს უწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ხელისუფლება სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ გამოდის პროპაგანდისტული მესიჯით, თითქოს აქციამ კორონავირუსის გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს. ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"ხელმოცარული ხელისუფლების, რომლის მხარდამჭერებმაც კი იციან, რომ ეს არჩევნები გააყალბეს, ერთადერთი პროპაგანდისტული მესიჯი, რომლის პედალირებასაც ისინი უსუსურად ეცდებიან, არის ის, რომ ხალხის სამართლიანმა პროტესტმა შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის გავრცელება," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ,  ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის  2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 ადამიანი.

დღის ამბები