"ქართული ოცნების" წევრმა შალვა პაპუაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გასაჩივრებულ უბნებთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ხელახლა გადათვლილი უბნებიდან უმრავლესობაში მხოლოდ ტექნიკური ხასიათის მცირე შეცდომები დაფიქსირდა, რაც 1 ან 2 ხმას ეხებოდა.
"რასაც დღეს, მათ შორის, ჩვენი ოპონენტები მალავენ, დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" დადო შედეგები მათი საჩივრების წარმატებისა და თქვენც გირჩევთ, გაეცნოთ მას. რამდენიმე ციფრიდან ყველაფერი გახდება ნაწილი. საიას სულ შეტანილი ჰქონდა 109 უბანზე საჩივარი, აქედან ცესკომ გადათვალა 19 უბანი. არც ერთზე არ დადგინდა არანაირი მნიშვნელოვანი ცვლილება, ყველგან დადასტურდა სისწორე, თავად საიას უწერია თავისსავე განცხადებაში. თითქმის ყველა შესწორების ოქმი იყო სწორი, უმეტეს შემთხვევაში, თუ რამე შეცდომა იყო, იყო ერთი-ორი ხმის საკითხი, რომელიც იყო ტექნიკური ხასიათის.
გარდა ამისა, საიამ განაცხადა, რომ 38 უბანთან დაკავშირებით ის სარჩელს შეიტანს სასამართლოში, ანუ დანარჩენზე უარს ამბობს. ანუ, 109 უბნიდან 52-ზე საიამ თავად თქვა უარი, რომ გაასაჩივროს, შესაბამისად 57 უბანზე აქვთ პრეტენზია, საიდანაც 19 უკვე გადათვლილია,"- განაცხადა მან.