კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას მიმართა. დედაქალაქის მერი მოუწოდებს ყველას, რომ შეიკავონ თავი ქუჩაში გასვლისკენ და დაიცვან უსაფრთხოების ყველა წესი.
"მინდა მივმართო ჩვენს თბილისელებს, როგორც დედაქალაქის მერმა. დღეს სოლიდარობა გვჭირდება საკუთარი და სხვისი სიცოცხლის მოსაფრთხილებლად, ერთმანეთის ჯანმრთელობის დასაცავად. გარდაუვლად და აუცილებლად უნდა დავიცვათ სპეციალისტების ყველა რეკომენდაცია - ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია და ჰიგიენის ნორმები.
განსაკუთრებით კი მინდა მივმართო ასაკოვან ადამიანებს, ასევე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ჩვენს თანამოქალაქეებს, გთხოვთ მაქსიმალურად შეიკავოთ თავი სახლიდან გამოსვლისგან," - განაცხადა კახა კალაძემ.