17 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
შედეგი გვექნება ძალიან მძიმე, ერთადერთი გამოსავალია მთლიანი ტოტალური ჩაკეტვა-გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ კოვიდის შემცირების ერთადერთი გამოსავალი არის ტოტალური ჩაკეტვა.

"ყველამ ვიცოდით, რომ მეორე ტალღა იქნებოდა. კოვიდს აქვს ორი ტალღა, ერთი ინფიცირებული პაციენტები და მეორე ტალღა ის ჩვენი მოქალქეები, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.

ჩვენ გვაქვს ორი სახით სიკვდილიანობა: ერთი კოვიდის სიკვდილიანობა, მეორე კოვიდის შედეგად მიღებული სიკვდილიანობა.

ეს ციფრები რაც გვაქვს, არის ძალიან მაღალი და ამას უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ ფიზიკურად არ არსებობს რეანიმაციული განყოფილებები და არ არის მედპერსონალის რესურსი.

ჩვენ თუ ახლა, დღესვე ჩავიკეტებით, ამის შედეგს ვნახავთ 2-3 კვირაში. რაც უფრო გავწელავთ ამ დროს, მით უფრო მაღალი სიკვდილიანობა იქნება და მით უფრო მწარე შედეგებამდე მივალთ. შედეგი გვექნება ძალიან მძიმე, ერთადერთი გამოსავალია მთლიანი ტოტალური ჩაკეტვა,"- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

დღის ამბები