17 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა პოლიტიკურ წრეებშიც იზრდება - პოლიტიკური ვნებათაღელვა და აქციები კი COVID-19-ის პიკს ემთხვევა

პოლიტიკური ვნებათაღელვა, საპროტესტო გამოსვლები და მიტინგები COVID-19-ის პიკს ემთხვევა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება პოლიტიკურ წრეებშიც.

იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, პოლიტიკურ სუბიექტებს არაერთ ადამიანთან უწევთ კომუნიკაცია. დღეს კი COVID-19 "გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს დაუდასტურდა.

კორონავირუსი აქვს "ნაციონალური მოძრაობის" წევრ სალომე სამადაშვილსაც, რომელიც არჩევნების შემდეგ აქციაზეც იმყოფებოდა. მას COVID-19 რამდენიმე დღის წინ, გიორგი რურუას სანახავად საპატიმროში შესვლამდე ჩატარებული ტესტირების შემდეგ დაუდასტურდა.

იკეთებენ თუ არა COVID-19-ზე ტესტს ის პოლიტიკოსები, რომლებიც საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობენ - ამ კითხვით "კურიერმა" ოპოზიციური პარტიების ლიდერებს მიმართა.

დამძიმებული ეპიდვითარების ფონზე პოლიტიკურ პარტიებს და საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს სპეციალისტებიც მიმართავენ. ჯანდაცვის მინისტრმა დღეს ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის მზადყოფნაც გამოთქვა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ აუცილებელია აქციაზე დისტანცია დაიცვან და პირბადე ატარონ.

დღეს თბილისის მერმა მოსახლეობას მიმართა და ჯანმრთელობის დასაცავად ყველას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. 

 

დღის ამბები