დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პანდემიის მართვას გარკვეულწილად ხელს უშლის. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პამდემიის სიმძიმეებს მხოლოდ სახელმწიფოსა და ექიმების ძალისხმება ვერ გაუმკლავდება.
"პოლიტიკური პროცესი დღეს რომ გარკვეულად ხელს უშლის პანდემიის მართვას, ამას დაბეჯითებით გეტყვით. რასაც თქვენ დღეს უყურებთ ქუჩებში და უყურებდით თვეების განმავლობაში, როდესაც ყოველგვარი იმ რეკომენდაციების დაცვის გარეშე, პირბადე, დისტანცია, ხელების დამუშავება და ა.შ. მიმდინარეობდა როგორც წინასაარჩევნო კამპანია, ისე პოსტ საარჩევნო დღეს გამოსვლები...
ჩვენ რატომ გვქონდა შედარებით კარგი შედეგები გაზაფხულზე? იმიტომ რომ, საზოგადოების დამყოლობა იყო ძლიერი და ძალიან კარგი. საზოგადოებამ დაიჯერა ის რეკომენდაციები ძალიან მძიმე, რასაც ჩვენ წინასააღდგომო პერიოდში ვაჟღერებდით, რასაც მთელი მარტი, აპრილი, მაისი ვაკეთებდით.- განაცხადა გამყრელიძემ.