საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ კანდიდატები ვერ დაესწრებოდნენ სხდომას, რადგან ეს კანონდარღვევაა.
"სხდომებზე დასწრება, მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც აქვთ სხდომებზე დასწრების უფლებამოსილება და ავტორიზება. ყველა მათგანს ვატყობინებთ ამის შესახებ ინფორმაციას.
მანდ იყო პრობლემა ის, რომ კანდიდატებს სურდათ სხდომაზე დასწრება, რაც იყო უკანონო. წარმომადგენლები, წევრები, დამკვირვებლები ვინც აკრედიტებულები იყვნენ ესწრებოდნენ.
კანონს ვერ შეცვლის საარჩევნო ადმინისტრაცია, კანონი განსაზღვრავს ვის აქვს სხდომაზე დასწრების უფლება და ვის არა.- განაცხადა თამარ ჟვანიამ.
რაც შეეხება საჩივრებს, როდესაც ეს საჩივრები შევიდა საოლქო საარჩევნო კომისიაში: 2, 3, 4 დღის შემდეგ. რატომ არ დაფიქსირდა ეს საჩივრები კენჭისყრის დღეს?! თუ მათ იქ დაინახეს პრობლემები.
3847 ოქმში, სადაც არის თითქმის ყველა კომისიის წევრის ხელმოწერა, მათ შორის, სხვების მიერ დანიშნული კომისიის წევრებისაც.
მხოლოდ ოთხ ოლქს აქვს განსხვავებული შეხედულება 3847 ოლქიდან,"- განაცხადა თამარ ჟვანიამ.