საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, "ღამის კურიერის" ეთერში იმ ოქმების შესახებ საუბრობს, რომელიც გადასწორდა და დაზუსტდა.
"არის სხვადასხვა სამართლებრივი პროცესი, ერთი ნაწილი არის როდესაც შესწორების ოქმი დგება. დღესაც ქვეყნდება ეს ოქმები, როგორც გაყალბებული ოქმები, რომელსაც ახლავს შესწორების ოქმები, მაგრამ ეს შესწორების ოქმები არ ქვეყნდება. 500-ზე მეტია ასეთი შესწორების ოქმი, 19 უბანი გადაითვალა, ერთი მაჟორიტარული უბნის ნაწილი გაუქმდა, 18 მობილური გადასატანი ყუთიდან 9 გაბათილდა და ა.შ.“ - აცხადებს თამარ ჟვანია.