17 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
7 დიდ ქალაქში დაწესებულ შეზღუდვას ოპოზიცია პოლიტიკური მუხტის ჩახშობის მცდელობად აფასებს

გადაადგილების შეზღუდვას, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ 9 ნოემბრიდან საქართველოს 7 დიდ ქალაქში დააწესა, ოპოზიციაში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური მუხტის ჩახშობის მცდელობა:

"ყველაფერი არის დაკავშირებული საპროტესტო აქციებთან, ვიცით, ეს ვიცოდით არჩევნებამდე და სწორედ ამიტომ იყო, რომ ვამბობდი, ვიფიქროთ არჩევნების გადატანაზე-მეთქი, იმიტომ რომ ნათელი იყო, ხელისუფლება კოვიდთან დაკავშირებით ყველანაირ სპეკულაციებს გამოიყენებდა. ვირუსი ადამიანს ღამის 10 საათიდან დილის 8 საათამდე ემართება? ამიტომ სახლში უნდა დავიმალოთ? არა უშავს, მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური ბრძოლა თავის გზით წავა,"- აცხადებს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

"სტატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე შემოღებულ შეზღუდვას "ქართულ ოცნებაში" არსებულ  შიშს უკავშირებს:

"ეს არის ზუსტად ის შიში, რომელიც არის ქართულ ოცნებაში და ცდილობენ მსგავსი ნაბიჯებით შეზღუდონ ხალხის მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის საპროტესტო აქციებში, რეალურად ესაა, თორემ არჩევნებამდე რატომ არ გაკეთდა იგივე? ამიტომ ამაზე გვექნება ჩვენი საერთო პოზიცია და რეაგირება," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები