17 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია მსვლელობას მართავს და მოქალაქეებს ხვალინდელ აქციაზე მისვლისაკენ მოუწოდებს 

თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ოპოზიცია თავის მომხრეებთან ერთად ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავს. აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს პარლამენტთან, ხვალისთვის დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. 

ადგილზე იმყოფებიან როგორც "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები, ასევე "ლელოს" წარმომადგენლები.

გარდა ამისა, ოპოზიციის წარმომადგენლები მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასაც აფასებენ, რომელიც 9 ნოემბრიდან 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის დაწესებას გულისხმობს.

ისინი ამბობენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური შინაარსისაა. 

დღის ამბები