თბილისში დაგეგმილ აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდებს ოპოზიცია გორის მოსახლეობას. ქალაქში "ევროპულმა საქართველომ" ავტომანქანებით მსვლელობა გამართა. ლიდერებმა არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზეც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ საოლქო კომისიებმა მათი საჩივრები არ დააკმაყოფილეს.