17 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
"ქართულმა მარშმა" ცესკოს შენობასთან არჩევნების შედეგები აქციით გააპროტესტა

პოლიტიკური პარტია "ქართული მარში"-ს წარმომადგენლები არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ცესკოსთან მივიდნენ. მათი თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, რასაც როგორც თავად ამბობენ, არ შეეგუებიან. 

"მოვიტანეთ გაყალბებული ოქმების დაახლოებით 10%. ამოვბეჭდეთ, დავაწერეთ რომ არის გაყალბებული და გვინდოდა გადაგვეცა ცესკოსთვის. თქვენ ხედავთ პოლიცია რასაც აკეთებს, ჩააყენეს მანქანა სამარცხვინოდ, არ გვიშვებენ შიგნით და მონაწილეობენ იმ სცენარში, რასაც აკეთებს ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებულად. ჩვენი მოთხოვნაა რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ცესკოს ადმინისტრაცია იყოს გასამართლებული და არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად," - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის" თავმჯდომარემ, გიორგი გაბედავამ.

დღის ამბები