17 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
99 უბნიდან დიდუბე-ჩუღურეთში, 88 ოქმზე ბალანსი არ ჯდება - ლევან სამუშია

საქალაქო სასამართლო საარჩევნო დარღვევებზე სარჩელების განხილვას განაგრძობს. გადაიდო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელს განხილვა, რომელიც საბურთალოს ოლქში დაფიქსირებულ დარღვევებს ეხებოდა.

ხვალ გახდება ცნობილი გადაწყვეტილება "ლელოს" სარჩელზე, რომლის თანახმადაც, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში, 99 უბნიდან 88-ში დისბალანსია. პარტია ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვს. საჩივრების ძირითადი ნაწილი დისბალანსს ეხება. 

"არც კი განიხილეს ჩვენი საჩივრები და არანაირი უფლება არ ჰქონდათ არ განხილვის. ოფიციალურად წარმომადგენელია დანიშნული საოლქო კომისიაში და წარმომადგენელს უთხრეს, რომ უფლებამოსილი პირი არ ყოფილა და ზუსტად ამ განკარგულებას ვასაჩივრებთ სასამართლოში, რომ თავიდან დაავალოს სასამართლომ რომ კეთილი ინებონ და განიხილონ ის საჩივრები, რაზეც არის საუბარი. კიდევ განვმეორდები, 99 უბნიდან დიდუბე-ჩუღურეთში, 88 ოქმზე ბალანსი არ ჯდება. ხვალ 12 საათზე გამოაცხადებს სასამართლო გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ლევან სამუშიამ. 

დღის ამბები