პანდემიის გამო დაწესებული ახალი შეზღუდვები პოლიტიკური ბრალდებების საფუძველი ხდება - ორშაბათიდან თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში, 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. მთავრობის ეს გადაწყვეტილება ოპოზიციამ პროტესტის ჩახშობის მცდელობად შეაფასა.
გიგი უგულავა დაწესებულ შეზღუდვებს პოლიტიკური გადაწყვეტილებას უწოდებს.
"პირველი დღიდან საზოგადოებას ჰქონდა ეჭვი, რომ თქვენ კოვიდს საკუთარი პოლიტიკური ტყავის გადასარჩენად იყენებდით, თეთრ ხალათს ამოეფარეთ, საკუთარი პოლიტიკური პრობლემების მოგვარება გადაწყვიტეთ მაგით და პირდაპირ გეტყვით, რომ სულ ფეხზე გკიდიათ ხალხის ჯანმრთელობა.. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური,“ - აცხადებს გიგი უგულავა.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მისთვის ნათელი იყო, რომ ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხს მის სასიკეთოდ გამოყენებას ცდილობს.
"22:00 საათამდე ადამიანს ვირუსი არ ემართება და ღამის 22:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე ემართება და ამიტომ სახლში უნდა დავიმალოთ? ლოგიკა სად არის? მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური ბრძოლა თავისი გზით წავა,“ - განაცხადა ნონო ბურჯანაძემ.