17 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
დავაცდით 8 ნოემბერს აქციას, ჩაატარებენ და ორშაბათიდან დაწესდება ეს შეზღუდვა - ბექა დავითულიანი

მმართველი გუნდი 9 ნოემბრიდან შეზღუდვების დაწესების მოტივად მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას ასახელებს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ შეზღუდვები ორშაბათიდან სწორედ იმიტომ შედის ძალაში, რომ ოპოზიციას საპროტესტო აქციის ჩატარება დასცლოდა. 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ბექა დავითულიანი ამბობს, რომ ოპოზიციას პოლიტიკური უფლებები არ ეზღუდება. 

"ხელისუფლებამ კი არ დაუმთხვია დაანონსებულ აქციებს, არამედ ხელისუფლებამ თქვა, რომ ორშაბათიდან იქნება 22:00 საათიდან აკრძალვის შემოღება, იმიტომ, რომ დავაცადოთ და არავის არ ვათქმევინოთ, რომ რაღაცნაირად პოლიტიკური უფლება ეზღუდებათ.

დავაცდით 8 ნოემბერს აქციას, ჩაატარებენ და ორშაბათიდან დაწესდება ეს შეზღუდვა. ჩვენ არ ვიზამთ ისე არც ერთ შემთხვევაში, რომ პოლიტიკასა და ამ შეზღუდვებს შორის დაცული არ იყოს ბალანსი და ვინმეს გამოხატვის თავისუფლებას შეექმნას პრობლემა," - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ქართული ოცნების" წევრი, გიორგი ხელაშვილი ამბობს, რომ ყველა დაწესებული შეზღუდვის დარღვევას, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

"გამოხატვის თავისუფლება არის საქართველოში კონსტიტუციური უფლება, ყველას აქვს ამის უფლება. თუმცა ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზატორები უგულებელყოფენ პანდემიის მზარდ საფრთხეს, რომელიც პიკს უახლოვდება და ამის მიუხედავად მოუწოდებენ მოქალაქეებს, მიიღონ მონაწილეობა საპროტესტო აქციებში," - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა. 

დღის ამბები