მძიმე ეპიდვითარება და გამკაცრებული ზომები ოპოზიციის გეგმებს არ ცვლის. პარტიები, რომლებსაც ამომრჩევლებმა პარლამენტში შესვლის მანდატი მისცეს, ჯერჯერობით ისევ პარლამენტის გარეთ იკრიბებიან. ხელახალ არჩევნებს ითხოვენ ის პოლიტიკური ჯგუფებიც, რომლებმაც ვერც ცესკოს, ვერც ეგზიტპოლების, ვერც პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, 1%იანი ბარიერი ვერ გადალახეს.
"ყველანი პარლამენტში" - ერთიანი ოპოზიციის ეს ერთიანი სურვილი ამ დროისთვის შეცვალა ლოზუნგმა - "ყველანი პარლამენტთან".
ოპოზიცია ხვალისთვის გრანდიოზულ შეკრებას და პოლიტიკური დღის წესრიგის გრანდიოზულ ცვლილებას აანონსებს
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ ხვალ რუსთაველის გამზირიდან ხელისუფლება დაინახავს, რომ ხალხის ნება და არჩევნების შედეგები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ლიდერების თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცესკომ ბევრი შეცდომა დაუშვა, ამომრჩეველი კი მოპარულ ხმებს არავის აპატიებს. დედაქალაქის მთავარ გამზირზე საპროტესტო აქცია ხვალ 3 საათზე გაიმართება.