17 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური პარტიებისა და მესამე სექტორის საჩივრები არ დააკმაყოფილა

უკვე მესამე დღეა სასამართლო პოლიტიკური პარტიებისა და მესამე სექტორის საჩივრებს განიხილავს.

დღეს მოსამართლემ "ლელოსა" და საიას მოთხოვნები არ დააკმაყოფილა და საოლქო კომისიების გადაწყვეტილებები ძალაში დატოვა. მოსარჩელეები შემაჯამებელი ოქმების გაბათილებასა და 100-მდე საარჩევნო უბანზე ხმების ხელახალ დათვლას ითხოვდნენ.

"მიუხედავად ჩვენი სარჩელის კანონიერებისა, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ არცერთი მათგანი არ დააკმაყოფილა და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. ეს პოლიტიკური პროცესი იყო და არა სამართლებრივი," - აცხადებს "მომავალი ჩვენიას" წარმომადგენელი მარიამ კუსიანი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის განცხადებით, ისინი მოთხოვნებს  სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

"მოთხოვნა შედეგების ხელახლა გადათვლა იყო. თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, შესაბამისად კი, ჩვენ მოგვიწევს ხვალ ამ ყველაფრის გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში," - აღნიშნავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ლაშა ბექიშვილი.



დღის ამბები