ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე, პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა მის მიერ წინა აქციის დროს გაჟღერებული ფრაზა გაიმეორა, რომელსაც თავის დროზე, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "აუ რამდენი ვართ" - ასე მიმართა თაკო ჩარკვიანმა აქციის მონაწილეებს.
"ჩვენ აქ ხმის დასაცავად ვართ. განა რითი გადარჩა 3 მილიონი ქართველი, როგორ მოვაღწიეთ აქამდე. რით გადავრჩჩით? - ბრძოლით და იმით რომ ღირსება აყრილები არ ვიყავით და ის, რომ არც ეხლა ვართ ასე, იმ ფრაზას ვიტყვი, რომელსაც "ფეისბუკზე" ხშირად მიწერენ ხოლმე ტროლები - აუუ რამდენი ვართ,"- განაცხადა პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა.