"ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ აქციაზე ხალხთან ერთად დგას სიმართლე, ღირსება და ამ თაობის მომავალი.
"ივანიშვილისთვის, "ქართული ოცნებისთვის“, ჟვანიასთვის თქვენ ხართ უბრალოდ რიცხვები, რიცხვები, რომელიც შეიძლება გადაკეთდეს - 1 უდრის 3-ს, 4 უდრის 9-ს, მაგრამ ერთი არ უდრის 3-ს, არც 4 უდრის 9-ს და ქართველი ხალხი არ უდრის ოლიგარქს და "ქართულ ოცნებას".
ეს უნდა დავანახოთ ყველამ დღეს, რომ ქართველი ხალხი არ უდრის დაშინებას, ქუჩის კრიმინალს, მოსყიდვას და 50 ლარს, იმ უიმედობას და ჭაობს, რომელშიც ყველას გვითრევს ივანიშვილი და „ქართული ოცნება", ამას ვაჩვენებთ როცა ამდენი ადამიანი გამოვედით. ამიტომ რაც არ უნდა ჩაახშონ ინტერნეტსიგნალი, დრონების საშუალება არ მოგვცენ, რომ იფრინონ და საქართველომ დაინახოს რამდენი ვართ, ეს არ უშველით, რადგან დღეს აქ თქვენთან ერთად დგას სიმართლე, ღირსება, საქართველოს და ჩვენი შვილების მომავალი და მეორე მხარეს დგას ქურდობა, ჭაობი, უიმედობა, ამიტომ ღირსეულად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში," - აღნიშნა ბაქრაძემ.