საბურთალოს #3 საოლქო კომისიასთან ხმაურია, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იმყოფებოდა.
ელისაშვილმა კომისიის სხდომაზე დასწრება მოითხოვა. როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, სურდა, ხალხის მიერ მისთვის მიცემული ხმების გადათვლის პროცესს დასწრებოდა. მას სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცა.
ალეკო ელისაშვილს განუცხადეს რომ კანდიდატს არ აქვს უფლება სხდომას დაესწროს , მისი წარმომადგენელი კი, შენობაში იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართლდამცავები.
საბურთალოს #3 საოლქო კომისიაში ხმების თავიდან გადათვლის პროცესი მიმდინარეობს, დათვლილია 33, 25, 53 და 56 უბნების ხმები.