"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და ოპოზიციასა და "ქართული ოცნების" წევრებს შორის კონტაქტი შედგა.
"ხელისუფლებას 8 საათამდე ჰქონდა დრო, რომ კომპრომისზე წამოსულიყვნენ ისინი გამოვიდნენ კონტაქტზე, ეს კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და თალაკვაძე-კობახიძეს შორის და ბოლო ინფორმაცია, რაც მათგან წამოვიდა, არის ის, რომ იქნებ ხვალ დავილაპარაკოთო. მაშინ, როდესაც აქ დგას მთელი ერი, ხელისუფლება ვალდებულია, რომ დღეს დაგველაპარაკოს," - განაცხადა ნიკა მელიამ.