17 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
საპროტესტო აქციები და მსვლელობები მეორე ტურამდე იქნება - გიგი უგულავა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ, ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ მეორე ტურამდე საპროტესტო აქციები და მსვლელობა გაგრძელდება. 

"იქნება საპროტესტო აქციები და მსვლელობები მეორე ტურამდე, ამის შემდეგ, როდესაც უფლებამოსილების ცნობის დღე იქნება პარლამენტში, ივანიშვილს ცოცხალ ადამიანებზე მოუწევს გადავლა, სანამ იქ შევა. ვნახავთ ამას ვინ გაბედავს და ვინ არა. ყველა კანონიერ მეთოდს გამოვიყენებთ ამისათვის. ყველა კონსტიტუციურ გზას ვნახავთ იმისათვის, რომ სიყალბე არ მოხდეს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ცესკო სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას აპირებს," - განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები