17 ნოემბერი 2024,   17:17
ვრცლად
დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ ქართველი ხალხი არამხოლოდ აღიარებს, არამედ იწონებს კიდეც არჩევნების შედეგებს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, აქციაზე მყოფი ადამიანების რაოდენობას მნიშვნელოვანი ფაქტორი ენიჭება.

"დღეს რუსთაველზე იყო, დაახლოებით შვიდი ათასამდე ადამიანი. ვიცით, რომ ზოგადად მოქალაქეების დათვლა ზოგადად არ არის სწორი და ჩვენ თითოეული ამ ადამიანის მიმართ გამოვხატავთ პატივისცემას განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა.

როდესაც პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, იქ, აქციაზე ადამიანების რაოდენობას, ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ადამიანების რაოდენობის დაფიქსირება და შესაბამისად, დღევანდელმა დღემ დაადასტურა ის, რომ ქართველი ხალხი არამხოლოდ აღიარებს, არამედ იწონებს კიდეც არჩევნების შედეგებს. ქართველ ხალხს უნდა ჯანსაღი ადამიანები პოლიტიკაში და არა ისეთები, როგორებიც დღეს გამოდიოდნენ ტრიბუნასთან. ქართველ ხალხს უნდა მშვიდობა, სტაბილურობა, წინსვლა და განვითარება," - განაცხადა კობახიძემ. 

დღის ამბები