"კურიერის" ინფორმაციით, ცესკოს კომისიის თავმჯდომარემ ცესკოს შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. მობილიზებული არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და საპატრულო პოლიციის თანაშრომლები.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან სამართალდამცავთა მობილიზაციაა - მას შემდეგ, რაც ოპოზიციის გეგმა გახდა ცნობილი, ადგილზე ოპერატიულად დაიწყო საპატრულო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მობილიზება.