17 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
როცა აქციის მონაწილეები ღობეს ანგრევენ და პოლიციას ქვებს ესვრიან, მსოფლიოს არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერ ესწრება და არც ხდება - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კითხვაზე, რატომ არ გააფრთხილეს მათ აქციის მონაწილეები წინასწარ, წყლის ჭავლის გამოყენების თაობაზე, განაცხადა, რომ როდესაც თავს ესხმოდნენ პოლიციელებს და ქვებს უშენდნენ, გაფრთხილება ვერ მოესწრებოდა. 

"ვნახეთ კადრები, რომ აქციის მონაწილეები ღობეს ანგრევდნენ და ქვებს ესროდნენ პოლიციელებს. ასეთ დროს ნებისმიერ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება. როდესაც თავს გესხმიან, ამ შემთვევაში გაფრთხილებას ვერ დაიწყებ, ეს მარტივი იურიდიული კაზუსია. გაფრთხილება ხდება მაშინ, როდესაც არის ყველანაირი დაშლის წინაპირობა, მაგრამ მყისიერი თავდასხმა არ არის. სხვა გზა ვერ ექნებოდა პოლიციას, თუ არა მყისიერი საპასუხო და პროპორციული რეაგირება," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

დღის ამბები