17 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
ალეკო ელისაშვილი სამართალდამცველებს დერეფნის გაკეთებას სთხოვს - მას თამარ ჟვანიასთან შეხვედრა სურს 

ალეკო ელისაშვილმა აქციაზე ახალი მოთხოვნა წამოაყენა. ის თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვს. 

"ჩვენ გთავაზობთ მშვიდობიან გამოსავალს, ვინც არის პასუხისმგებელი პირი, დაგველაპარაკოს. ჩამოვიდეს თამარ ჟვანია, თქვენც ხალხი ხართ და აქეთაც ხალხი დგას. ვამბობ მშვიდობიან გამოსავალს. გაგვიკეთეთ დერეფანი და სიტყვას გაძლევთ, სამ კაცზე მეტი ამ დერეფანში არ შემოვა. აქციას ვერავინ ვერ მართავს, აქცია არ დაიშლება, აქ ათასობით ადამიანი მოდის, ყველა ჩვენზე უარესად არის შეურაცხყოფილი. თუ ჰგონიათ, რომ ვიღაცა რაღაცას მართავს, ძალიან ცდებიან," - აცხადებს ელისაშვილი.

მისივე თქმით, ამჟამად გამოსავალი მხოლოდ ერთია - გადადგეს თამარ ჟვანია. 

დღის ამბები