"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ხელისუფლებასა და ადგილზე მობილიზებულ სპეცრაზმს მიმართავს, არ იძალადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცუდ შედეგებს მიიღებენ.
"გონს იქნებ მოეგოთ! უკან ხელმძღვანელობა დგახართ, როგორც ვხედავ, რობოკოპებს ამოფარებულები. ნებისმიერი სახის ძალადობა ათმაგად შემოგიტრიალდებათ უკან, ოღონდ ეს იქნება დემოკრატიული, აზვირთებული ტალღა, რომელიც წაგლეკავთ, იმიტომ, რომ რეჟიმები წაილეკებიან ხოლმე ხალხის, დემოკრატიული ტალღის მიერ. დაფიქრდით და იცოდეთ - თქვენი შვილებიც გვიყურებენ. არ იძალადოთ, ძალიან ცუდ შედეგებს მოიმკით. ვერც გომელაური და ვერავინ ვერ გიშველით," - აცხადებს ნიკა მელია.