პოლიციამ აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გაუშვა. მანამდე აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთ სპეცრაზმელს ფარი წაართვეს, გაურკვეველი ნივთები ისროლეს სამართალდამცველების მისამართით. ასევე, პოლიციას ესროლეს ქვებიც.
"კურიერის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ ამ წუთებში აქციის მონაწილეები ცდილობენ, იერიში ცესკოს შენობაზე მიიტანონ. შენობის ცენტრალურ შესასვლელთან მიმდინარეობს შეხლა-შემოხლა.
წყლის ჭავლს პოლიცია სამი მანქანიდან უშვებს, თუმცა, ამის მიუხედავად, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და სკანდირებენ სიტყვას "წადი".