კრიზისიდან გამოსასვლელად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის მოწოდებას "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი გამოეხმაურა. როგორც კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა "ქართული ოცნება" დიალოგისთვის მზადაა
"მე მივესალმები ამ მოწოდებას, გუშინაც იქნა განცხადებები გაკეთებული ჩვენი მხრიდან, რომ მმართველ პარტიას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი მეგობარი ქვეყნების, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით დავსხდეთ მაგიდასთან და ეს ყველაფერი გადაწყდეს ცივილურ ფორმაში და არა დამხობებით, გადატრიალებით და ასე შემდეგ," - განაცხადა კახა კალაძემ.