ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია იწყება. ოპოზიციის ლიდერები უკვე იკრიბებიან პარლამენტთან.
უცნობია, როგორ ჩაივლის პროტესტი შეზღუდვების ფონზე, როდესაც ზუსტად 4 საათში, ქალაქში გადაადგილება იკრძალება.
ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ელოდება, რომ დაშლილი აქცია ქუჩაში უფრო მეტ ადამიანს გამოიყვანს.
არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე გუშინ შეიკრიბნენ.
ჯერჯერობით, მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო გზა არ გადაკეტილა.
ოპოზიციური პარტიის ლიდერბი ადგილზე ეტაპობრივად მიდიან, არსებული ინფორმაციით, ისინი ერთამენთთან კონსულტაციებს გადიან.
ადგილზე მობილიზებული სამართალდაცავთა ჯგუფი.
ოპოზიციის ლიდერებმა საზოგადოებას ტრიბუნიდან განუცხადეს, რომ მმართველ გუნდს ულტიმატუმს უყენებდნენ, რომლის შესასრულებლად ვადა საღამოს 8 საათამდე ჰქონდათ. ულტიმატუმი კი ორ მოთხოვნას გულისხმობდა: ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომა.
ხელისუფლებამ ოპოზიციის ეს მოთხოვნები არ დააკმაყოფილა და აქციის მონაწილეები ოპოზიციის ლიდერების მოწოდების შემდეგ, ცესკოს შენობისკენ გაემართნენ. ადგილზე მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა, პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა, შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, 19 ადამიანი კი დაიჭირეს. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, გვიან ღამით, მათ მხარდამჭერებს დაშლისაკენ იმ პირობით მოუწოდა, რომ დღეს, 6 საათზე რუსთაველის გამზირზე უფრო დიდი ენთუზიაზმით შეკრებილიყვნენ.