17 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრულია სანქციები - ირაკლი სესიაშვილი დაგეგმილი აქციის შესახებ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას ეხმაურება. მისი თქმით, კანონი ყველასთვის ერთია და 22:00 საათის შემდეგ შესაბამისი სანქციები ამოქმედდება. 

"ჩვენი ოპონენტები უკვე გადავიდნენ ბრძოლის ახალ ეტაპზე, ისინი ებრძვიან არა "ქართულ ოცნებას", ისინი ებრძვიან სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონმდებლობის წინააღმდეგ მიდიან და ცხადია, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო, შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები იმოქმედებენ კანონის შესაბამისად. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრულია სანქციები, როგორც ფულადი ჯარიმები, ასევე სხვა ტიპის პასუხისმგებლობები და კანონის შესაბამისად, როგორც ეს წესია, ისე მიუდგებიან თითოეულ მათგანს,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

დღის ამბები