"ქართული ოცნების" წევრი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განცხადებაში კიდევ ერთხელ ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტუნარიანი გარემოში ჩატარდა.
"ეუთო თავის განცხადებაში მოუწოდებს დემონსტრანტებს თავი შეიკავონ ძალადობისგან და მეორეს მხრივ, მოუწოდებს მთავრობას, უზრუნველყოს თავისუფალი შეკრების უფლება.
განცხადებაში ხაზგასმითაა ნახსენები, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლება არჩევნებზე იყო დაცული. მისია შეშფოთებას გამოთქვამს განვითარებული მოვლენების გამო და დემონსტრანტებს მოუწოდებს მშვიდობისკენ,"- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.