"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, მოთხოვნების დიდი ნაწილი, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, მისთვის გასაგები და მისაღებია.
როგორც სულხან სალაძემ "ღამის კირიერში" განაცხადა, ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია და პოლიტიკური ჩიხიდან ერთადერთი გამოსავალი, უცხოელი პარტნიორების მეშვეობით ხელისუფლების და ოპოზიციის მოლაპარაკებებია.
"სამწუხაროდ ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ჩვენ ვართ შესული ჩიხში, როგორც სახელმწიფო, როგორც ქვეყანა. რეალურად არის ძალიან მძიმე სიტუაცია და ამ სიტუაციიდან გამოსვლისთვის, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია, ეს ცალსახაა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს პოლიტიკური ძალები ამისთვის მზად არ არიან ერთი შეხედვით და მხოლოდ ზოგად განცხადებებს აკეთებენ და თავიდანვე წინაპირობებს აყენებენ ამ მოლაპარაკებისთვის, ვფიქრობთ, რომ სწორედ საერთაშორისო რესურსის გამოყენება ჩვენი პარტნიორების, შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მამოძრავებელი ელემენტი, რომლის შემდეგაც მხარეები დასხდებიან მაგიდასთან და დაიწყებენ საუბარს.
ის მოთხოვნები, რაზეც ოპოზიცია საუბრობს დღეს, ამ მოთხოვნების დიდი ნაწილი ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია. ეს არის ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ჩატარებალა. კარგ არჩევნების სჭირდება უკეთესი საარჩევნო ადმინისტრაცია, უკეთესი კანონმდებლობა და გარანტიები. ცალკე აღებული ხმების გადათვლა არ არის გამოსავალი, თუკი პოლიტიკურად ეს არ იქნება მისაღები ორივე მხარისთვის,"- განაცხადა სულხან სალაძემ.