"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია აქციაზე განაცხადა, რომ კომენდანტის საათის მიუხედავად, ოპოზიციონერი ლიდერები რუსთაველის გამზირზე აპირებენ დარჩენას, თუმცა აქციის მონაწილეებს ამას არ ავალდებულებს.
"ვერცერთ თქვენგანს ვერ დაგავალდებულებთ, რომ აქ დარჩეთ. მე, ბუნებრივია, აქ დავრჩები მეგობრებთან ერთად, მაგრამ თქვენ ამას ვერ დაგავალდებულებთ.
აქ ვრჩებით ახალგაზრდებთან, მაგრამ მე ვერ დავავალდებულებ მოხუცებს, ბებიებს და ბაბუებს აქ დარჩნენ. აქ დარჩენა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხია,"- განაცხადა ნიკა მელიამ.