17 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
პოლიციის კანონიერ მოთხოვნას უნდა დაემორჩილო - საპატრულო პოლიციის უფროსს აქციის მონაწილე დაუპირისპირდა

პარლამენტთან მდგომარეობა დაიძაბა. აქციის მონაწილემ შეშის მიტანა სცადა პარლამენტთან, რისი საშუალებაც მას სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილე საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს დაუპირისპირდა, რომელიც აქციის მონაწილეს უხსნიდა, თუ რატომ არ უნდა შეეტანა შეშა პარლამენტთან.

ვაჟა სირაძის განცხადებით, შეშა არაერთ აქციაზე ყოფილა ინციდენტის მაპროვოცირებელი ნივთი, რომელიც შესაძლოა დაპირისპირების დროს იქნას გამოყენებული და დაზარალდეს ამით ადამიანის ჯანმრთელობა. 

ვაჟა სირაძე აქციის მონაწილეს მოუწოდებდა, პოლიციის მოთხოვნას დამორჩილებოდა.

"პოლიციის კანონიერ მოთხოვნას უნდა დაემორჩილო. არაერთი მაგალითი გვაქვს ჩვენ პოლიციელებს, რომ შეშა იქნა გამოყენებული ინციდენტის დროს,"- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

დღის ამბები