"ღამის კურიერის" ეთერში დასმულ კითხვას, არის თუ არა შანსი ოპოზიციის ლიდერებმა შეცვალონ გადაწყვეტილება და მიიღონ მეორე ტურში მონაწილეობა, ნიკა მელია პასუხობს, რომ არის იმედი თუმცა შანსი არა.
"იმედი არის შანსი არა - ჩემი შეფასება ასეთია, ვიცნობ მე ამ ოლიგარქს. ხელისუფლება ღელავს და სამართლიანად ღელავს, რადგან ისინი ასეთ შედუღებას არ ელოდნენ ოპოზიციისგან.
იცით თქვენ რას ნიშნავს, როდესაც დასავლეთი ხედავს ხარ არაფორმალური მმართველი ერთი და მერე ერთპარტიული წარმომადგენლობით ხარ პარლამენტში. ეს ივანიშვილისთვის ნელი პოლიტიკური სიკვდილია.
ის, რაც ოპოზიციას ხელში უჭირავს არის ძალიან მძლავრი ბერკეტი, ივანიშვილთან დაპირისპირებაში. ივანიშვილი ახლა ცდილობს ხალხი დაღალოს და სატყუარა გადმოგვიგდოს, მაგრამ სატყუარაც აღარ არსებობს უკვე.
კონსტრუქციული დიალოგი არის ყოველთვის მისაღები, მაგრამ ის, რომ მშვიდობიანი მანიფესტი შეწყდეს და ჩვენ შევიყუჟოთ სადმე ოთახში და ასე წარიმართოს მოლაპარაკებები, ეს არის მიუღებელი,"- განაცხადა ნიკა მელიამ.