17 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
ცესკოზე შეტევის მიზანი, სავარაუდოდ, იყო ბიულეტენების განადგურება - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 8 ნოემბერს ოპოზიციის მხრიდან ცესკოზე შეტევის მიზანი, სავარაუდოდ, იყო ბიულეტენების განადგურება.

"პოლიტიკურმა ლიდერებმა, ჩვენი მოქალაქეები გამოიყენეს იმისთვის, რომ მორიგი შეტევა მოეხდინათ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. ცენტრალური საარჩევნო კომისია არის ის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ითვლის ხალხის მიერ მიცემულ ხმებს და აჯამებს არჩევანს და გააკეთს შეტევა. დიდი ალბათობით, მათი მიზანი იყო ბიულეტენების განადგურება. ეს ყველაფერი მოხდა ღამე და ბიულეტენების განადგურების შემდეგ, ეს ხალხი გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ცენტრალურ ოფისში დაცული ბიულეტენები აღარ არსებობს და არჩევნები უნდა ჩატარდეს თავიდან,"-განაცხადა "ღამის კურიერში" თალაკვაძემ.

 

დღის ამბები